აჭარის პოლიციაში “ლეოგრანდის” თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში სასტუმრო “ლეოგრანდის” თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. აჭარის პოლიციის სამმართველოში სასტუმრო “ლეოგრანდის” იურისტი – კახა წერეთელიც იმყოფება. როგორც ის აცხადებს, ადმინისტრაცია მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„ჰკითხავენ თანამშრომლებს, მიმდინარეობს გამოკითხვები და იმ სურათის აღდგენა, რაც იყო ხანძრის დღეს, რაც იყო მანამდე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ყველა ჩვენი თანამშრომელი, ვინც კი დაბარებულია, ნებაყოფლობით გამოცხადდა გამოძიებასთან. გამოცხადდებიან სხვებიც, ვისაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ,“ – განაცხადა კახა წერეთელმა.

24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, 21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები