მეუფე შიო: პატრიარქი ბათუმიდან ჩამობრძანდება და მოსაყდრის ვალდებულებებს დააკონკრეტებს

“პატრიარქი ბათუმიდან ჩამობრძანდება და მოსაყდრის ვალდებულებებს დააკონკრეტებს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა – შიომ (მუჯირი) განუცხადა.

მეუფის თქმით, მისი მოსაყდრედ დასახელება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

”ახლა ჩვენ ველოდებით მის უწმინდესობას. ის წაბრძანებულია. რომ ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ”, -აღნიშნა მეუფე შიომ, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში წირვა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები