დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე: იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა

“იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა”, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დაწყებამდე.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, არც მეუფე შიომ იცის, თუ რა უფლება-მოვალეობებს შეასრულებს პატრიარქის მოსაყდრე.

„იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა. ამაზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს, რომ პატრიარქი ჯერ ჯანმრთელად გრძნობს თავს და უფალს შევთხოვთ მის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას“, – განაცხადა დეკანოზმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – ილია მეორემ მოსაყდრე გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები