მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კონფერენცია – „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კონფერენცია – „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ გაიმართა. კონფერენციის მიზანია ევროკავშირის ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგმოდულის შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა.

პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს, სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ტრენინგმოდული, რომელიც გულისხმობს მასწავლებლებისათვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სწავლებას, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებმა ევროპის შესახებაც მიიღონ ცოდნა.

კონფერენცია პრაქტიკულ მუშაობასაც ითვალისწინებდა: ძირითადი სესიის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებმა ტრენინგებზე გავლილი საკითხები ფოკუსჯგუფებში მიმოიხილეს და მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში, ასევე, მომზადდა სახელმძღვანელო „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციაზე შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები