ამაღამ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით 5-დან 9 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი

26 ნოემბერს, სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით -5-დან -9 გრადუსამდე ტემპერატურას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს, ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა, -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაეცეს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ამაღამ -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები