„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დეკლარაცია: ევროკავშირი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს

დეკლარაციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიიღეს, ნათქვამია, რომ ევროკავშირი თავისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები ვალდებულებას იღებენ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები კვლავ გააძლიერონ.

„სამიტის მონაწილეები კვლავ ვალდებულებას იღებენ გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები. ევროკავშირი მხარს უჭერს თავისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. სამიტის მონაწილეები კვლავ ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინა სამიტის დეკლარაციაში გაწერილ პრინციპებს და ვალდებულებას იღებენ წინა სამიტზე მიღებული ვალდებულებები განახორციელონ“, – ნათქვამია სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საერთო დეკლარაცია მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები