საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, საპატრულო პოლიცია შსს-ს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც ყოველთვის მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს.
„იმ საქმეში, რომელიც არის სამართლიანი, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, – აღნიშნა გახარიამ თეიმურაზ კუპატაძის წარდგენისას.
თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი იყო საპატრულო პოლიციის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური. შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. თბილისის სახაზინო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაური, ამავე სამმართველოს ასეულის მეთაური. ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზინო საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.
2017 წლის აგვისტოდან კი, თეიმურაზ კუპრაძე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.