იზმირში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში, იზმირში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბრალდებულებმა რვა ბინა გაქურდეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი სამკაული.
თურქული მედია დაკავებულების ინიციალებს ასაჯაროებს, მათი ასაკი 20-დან 28 წლამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები