მარტვილის გამგეობის თანამშრომლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ მარტვილის გამგეობის თანამშრომლებს, ზუგდიდის სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლე შოთა ბიჭიამ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე ბრალს არ აღიარებს.

ცნობისათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 9 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები