“2006 წლის 27-28 იანვარს დათა ახალაიასა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა”

სასამართლო პროცესზე კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვა გრძელდება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, 2006 წლის 27-28 იანვარს მასსა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა.

სხდომაზე პროკურორმა ახალაიას ჰკითხა, რაზე ესაუბრებოდა სანდრო გირგვლიანის გატაცების პერიოდიდან იგი, შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაიას.

“ბატონო დავით, ამონაწერის თანახმად, 2006 წლის 27-28 იანვარს, თქვენსა და თაკო სალაყაიას შორის, 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა. ამათგან, 28 იანვარს ღამის თორმეტი საათის შემდეგ, განხორციელდა 12 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლებიც გრძელდებოდა დილის 07:32 წუთამდე. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რაზე საუბრობდით სანდრო გირგვლიანის გატაცების მომენტიდან თქვენ და შს მინისტრის ცოლი თაკო სალაყაია გათენებამდე”? – მიმართა ბრალდების მხარემ ახალაიას.

 ამ შეკითხვაზე დაცვის მხარემ პროტესტი გამოთქვა, ახალაიამ კი შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისას, დათა ახალაია მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. “ვთვლი, რომ დავიმსახურე კუდ-ის უფროსად დანიშვნა, რადგან კორუფციის ჭაობიდან ამოვიყვანე ქვეყანა”,- ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამანეტის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ სასამართლო სხდომაზე პროკურორის კითხვაზე განაცხადა.

პროკურორი დაინტერესდა, რა გამოცდილება და დამსახურება ჰქონდა მას იმისთვის, რომ უპირობო ნდობა გამოუცხადეს და მეხუთე კურსის სტუდენტი კუდ-ის უფროსად დანიშნეს.

ახალაიმ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, სტუდენტი იყო. პროკურორის კითხვები ასევე ეხებოდა მასსა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობას.

„რამდენჯერ შევხვდი სააკშვილს, არ მახსოვს. მე თუ მქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა, ეს ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და არაფერს სხვას“,- აღნიშნა ახალაიამ.

მისივე თქმით, საკრებულოში მუშაობისას ყოფილ პრეზიდენტთან შეხება არ ჰქონია, მუშაობდა დავით ბერძენიშვილთან და კავშირი მასთან ჰქონდა. ახალაიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, სააკაშვილის სამეგრელოში ყოფნისას, სტუმრობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მის მამისეულ სახლს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, გირგვლიანის საქმეზე, მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება.

ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები