დათა ახალაიას არ ახსოვს, სტუმრობდა თუ არა მის ოჯახს მიხეილ სააკაშვილი, სამეგრელოში ყოფნისას

სასამართლო პროცესზე დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვა ტექნიკური მიზეზის გამო შეწყდა. კავშირის შეწყვეტამდე, დათა ახალაიამ დაკითხვისას დაადასტურა, რომ კუდი-ს უფროსის რანგში, არაერთხელ შეხვედრია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან პროკურორის შეკითხვის შემდეგ, ასევე განაცხადა, რომ 2002-2004 წლებში, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში, თანაშემწედ მუშაობდა, იმ პერიოდშიც, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო.

დათა ახალაიას თქმით, იგი, ვასილ სანოძესთან ერთად, მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაინიშნა, ასევე, აჭარაში საგანგებო რწმუნებულად. ბრალდების მხარის შეკითხვაზე, რატომ დაინიშნა ახალაია კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე, როდესაც მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, მოწმემ უპასუხა, რომ მან ამ თანამდებობაზე მუშაობა გარკვეული დამსახურებების გამო დაიწყო.

დათა ახალაიასთვის ასევე, არ არის ცნობილი, იცრუა თუ არა სააკაშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ იგი საჯაროდ მხოლოდ სამჯერ ჰყავდა ნანახი. კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიასთვის უცნობია, იმ სატელევიზიო ინტერვიუს შინაარსიც, სადაც 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალაია სულ სამჯერ ყავდა ნანახი და ისიც რევოლუციამდე.

ახალაიას დაკითხვა სასამართლოზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა მოითხოვა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი “სკაიპით” იკითხება, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება. გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროსს დაპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები