სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სუს-ი განცხადებას ავრცელებს

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა გრძელდება თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, -ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები