განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულ ქალს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის ბრალდებულ ნათია ქ.-ს მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა, გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მიერ 0.5018 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 62 აბის შეძენისა და შენახვის ფაქტი.