სასამართლო ხვალ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩაბუქის უფლებადამცველები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, სარჩელი მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის დევნილის სტატუსზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარს ეხება.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები