თავდასხმა “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობზე-საბა უგრეხელიძეს 15 პირი სასტიკად გაუსწორდა

თავდასხმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობზე – სასტიკად ნაცემი, გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით მსახიობი საბა უგრეხელიძე კლინიკაშია მოთავსებული. მსახიობს  ქალაქის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე  15 პირი გაუსწორდა. თავად დაზარებულისთვის უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორება ორგანიზებლი იყო.

„შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მსგავსი მომესმა. ზოგადად ქუჩაში ისმის ეს, იმდენად აქტუალურია შაგუ და  სერიალი. 15-მდე ტიპი მომიახლოვდა და  დაიძაბა უცებ სიტუაცია. თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, მერე დამჭრეს. საბედნოეროდ სტაბილურად ვარ და გადარჩა ფილტვი არ გაიხა,-განაცხადა მსახიობმა.

მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.
საბა უგრეხელიძე სერიალში “ ჩემი ცოლის დაქალები” შაგუს იგივე ილო ბეროშვილის როლის შემსრულებლის მეგობრის როლს ასეულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები