ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმიტირებული სამედიცინო სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“, ასევე, საშტაბო უზრუნველყოფის ასეულებმა, სწრაფი რეგირების ქვედანაყოფთან ერთად, გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურისათვის პირველადი სამედიცინო დახმრების ჩატარება, სამედიცინო ევაკუაციისთვის მოხსენების მომზადება და გადაცემა წარმოადგენდა.

31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იმიტირებულ სწავლებაში პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და მიზნად სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები