„ივენთ ჰოლში” ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

თბილისში, „ივენთ ჰოლში” გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე დაესწრნენ. ღონისძიებაში 50–მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და თავიანთი პროდუქცია წარადგინეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული ნატურალური პროდუქცია: პური, რძის ნაწარმი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და სხვა. გამოფენის მიზანი „გემოვანის“ ქართველი მომხარებლისთვის გაცნობა და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები