დავით მათიკაშვილი: ნარკოტიკებთან მიმართებაში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა უფრო რბილი უნდა იყოს

0

“ერთიან მიდგომას შევიმუშავებთ და ჩვენს საზოგადოებას ნარკოტიკებთან მიმართებაში ექნება ძალიან კარგი ახალი რეგულაციები”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა ჯანდაცვის მიმართულებით მკურნალობაზე.

”პირადად მე, ვემხრობი იმ მიმართულებას, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ნარკოტიკებთან მიმართებაში უნდა იყოს უფრო რბილი. ვფიქრობთ, რომ კონკრეტულ დოზებთან და ასევე, სხვადასხვა შეხედულებებთან მიმართებაში, ერთიან მიდგომას შევიმუშავებთ და ჩვენს საზოგადოებას ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ექნება ძალიან კარგი ახალი რეგულაციები, სადაც აქცენტები იქნება გადატანილი არა დასჯაზე და სამართლებრივი კუთხით რეპრესიაზე, არამედ მკურნალობაზე, თანადგომაზე. ჩვენი საზოგადოება უფრო ლმობიერად და გააზრებით უნდა იყოს მიმართული ნარკოდამოკიდებულებასთან მიმართებაში. ყველა უწყებაში არსებობს თანხმობა, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი