კახა კალაძე: ოპოზიციას მოვუწოდებ, იყავით კონსტრუქციული და იფიქრეთ თბილისზე
ოპოზიციას მოვუწოდებ, იყავით კონსტრუქციული და იფიქრეთ თბილისზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების უფროსები და თბილისის რაიონების გამგებლები დაამტკიცა.
„ოპოზიციას მოვუწოდებ, იყავით კონსტრუქციული და იფიქრეთ თბილისზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი, მთელი საქართველოს დედაქალაქია. მისი მომავალი ჩვენი საზრუნავია და არა პოლიტიკური ქულების დაწერა. ჩვენ ორშაბათიდან მუშაობას და იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო დაგეგმილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.