ვატო შაქარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ მოედანზე თამაშობენ, სადაც აპრიორში წაგებულები არიან
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ მოედანზე თამაშობენ, სადაც აპრიორში წაგებულები არიან.
„სიტყვებით – ძალადობა, სიძულვილი, ფაშიზმი თქვენ არ უნდა საუბრობდეთ, რადგან 2012 წელს ქართული საზოგადოება სწორედ ძალადობის, სიძულვილის და ფაშიზმის წინააღმდეგ გაერთიანდა. ამ ბრძოლის სათავეში, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, კახა კალაძე იდგა. მათ შორის ვიყავი მეც, ბევრი სხვა მოქალაქე და ნიკოლოზ ჭონქაძეც. ჩვენ ერთად გამოვუტანეთ განაჩენი იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომლის შემოქმედიც თქვენ ბრძანდებოდით“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა და აღნიშნა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდი და ერთიანი სახელი არის – მეგის ქარდავა.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ დედაქალაქის წარმოდგენილ მთავრობას, რადგან აღნიშნული შემადგენლობა არის ადეკვატური და შესაფერისი იმ ამბიციურ გეგმებთან, რომლის საფუძველზეც „ქართულმა ოცნებამ“, კახი კალაძესთან ერთად, გაიმარჯვა. ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს ნიკოლოზ ჭონქაძის კანდიდატურასაც, რადგან ჩვენ ამითი მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების სფეროში მის 22-წლიან გამოცდილებას“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.