თინათინ ნიბლოშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებებზე საუბარი უხერხულია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებებზე საუბარი უხერხულია.
„წლების განმავლობაში ეს ძალა სისხლში ახშობდა განსხვავებულ აზრს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც 2009 წლის 14 ივნისს თქვენი ზონდერები მარჯანიშვილის ქუჩაზე თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მე არ ვარ არც ვიდეომასალა და არც აუდიომასალა, ცოცხალი ადამიანი ვარ და გესაუბრებით იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ წლების განმავლობაში ახორციელებდით“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.