მაია ბითაძე: არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება

არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ საკომპენსაციო ფონდები, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში და რასაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, სამართლებრივი ბაზის წესრიგში მოყვანაზე მიმართოს.
“გამოწვევები გვექნება კერძო საკუთრებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შორის, არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება. თუმცა გპირდებით, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, საკომპენსაციო ფონდები, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში და ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, სამართლებრივი ბაზის წესრიგში მოყვანაზე მივმართოთ. თითოეული მოჭრილი ხიდან, რომელიც გადარგვას არ ექვემდებარება, ამოღებული თანხა მიემართება სწორედ კომპენსაციის და შემარბილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები