ბექა დავითულიანი: მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ეს, თბილისი აუცილებლად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი

0

თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს განვლილი 9 წლის არ რცხვენიათ.
„ვიცით, რომ თქვენს გარდა ამ ქალაქში იმ 9 წლის ყველას რცხვენია, რაზეც არჩევნების შედეგებიც მეტყველებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, ის თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობის კომპეტენციაში დარწმუნებულია და იმედს იტოვებს, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი მთავრობა სრული შემადგენლობით იქნება დამტკიცებული.
„მთავრობის მომავალ წევრებთან ერთად თბილისის წინასაარჩენო პროგრამაზე ვიმუშავე. მათ საარჩევნო პროგრამის შემუშავებისას თავისი ხარისხობრივი უპირატესობა კარგად აჩვენეს და ეს თბილისელებმაც დაინახეს.
ჩვენ მთავრობის მომავალი წევრების საკმაოდ კომპეტენტური გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობით დავამტკიცებთ მათ კანდიდატურებს და ყველა ერთად – თბილისის მერი, მთავრობა და საკრებულო, გსურთ თუ არა თქვენ ეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი აუცილებლად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი