„დიდგორი 2017“-ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

0

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ღია კარის დღე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლების მიმდინარეობას სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, სამხედრო ატაშეები და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები დაესწრნენ.
სწავლების ხელმძღვანელობამ სტუმრებს „დიდგორი 2017“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების სცენარი და სტრუქტურა დეტალურად გააცნო.
მოგვიანებით, სამხედრო ატაშეებმა და სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა სამეთაურო-საშტაბო სწავლების საკლასო ოთახებიც დაათვალიერეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დასკვნით ფაზაშია გადასული. სწავლებაში სამთავრობო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავება, ასევე, კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწაა.

კომენტარები

კომენტარი