ცნობილია ის სავარაუდო თანხა, რაც დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაიზოგება

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, სამუშაო სხდომას მართავენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა, ცნობილია ის სავარაუდო თანხა, რაც დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაიზოგება, თუმცა ამის შესახებ პარლამენტში ფართო ფორმატში კონკრეტული განხილვები იქნება.
“არავითარი განსაკუთრებული შეხვედრა არ არის. მიმდინარე სამუშაო საკითხებზეა. განსაკუთრებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები