გასროლა სადგურის მოედანზე- სამართალდამცავებმა ერთი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სამართალდამცავებმა სადგურის მოედანზე იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, სადგურის მოედანზე რამდენიმე პირი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა იარაღიდან გაისროლა. სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ კი მათ მიმალვა სცადეს, თუმცა, პირმა, რომელსაც იარაღი ეკავა ხელში, გაქცევა ვერ მოახერხა და ადგილზე დააკავეს.

სადგურის მოედანზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც რჩებიან. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები