სადახლოზე 3540 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტის აღიკვეთის შედეგად ჯამში, 3540 ღერი სიგარეტი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქეების, პ.მ-სა და ვ.ა-ს ფიზიკური, სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები