სადახლოზე 4,100 კილოგრამი არადეკლარირებული ხურმა აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის, კ.ნ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი – 4,100 კილოგრამი ხურმა აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,264 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4,264 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები