კიევში, ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

კიევში სამართალდამცავებმა, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
კიევის სადაზვერვო სამმართველოს უფროსის ანდრია კრიშჩენკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქ კიევში დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს.
მისივე ინფორმაციით, დამნაშავეები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებმაც სტეფან ბენდარას გამზირზე, სადარბაზოს შესასვლელთან ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს.
ფიზიკური ძალის გამოყენებით ქართველებმა 3,5 მილიონი უკრაინული გრივნა მიითვისეს. ისინი ასევე, 10 სხვადასხვა ანალოგიური დანაშაულის ჩადენის ბრალდებითაც გასამართლდებიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები