გიორგი მარგველაშვილი ირანსა და ერაყში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირანსა და ერაყში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ირანსა და ერაყში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ოჯახი დააზიანა. ამ განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ ირანისა და ერაყის მთავრობებსა და მათ ხალხს. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს“, -აღნიშნავს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ირანისა და ერაყის ჩრდილოეთ საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 170-მდე ადამიანი დაიღუპა, 1000-მდე კი დაშავდა. 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრისგან შეშინებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, დაზარალებულთა უმეტესობა საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები