მიხეილ ჯანელიძე: ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება ემსახურება სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ყველა მიზნის შესრულებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პირველ რიგში, ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცებას. მისი თქმით, ყველა დანარჩენი ქმედება სწორედ ამ მთავარი მიზნის შესრულებას ემსახურება.

„არჩეული გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ესეც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვხედავთ ამ მომავალში ჩვენი ეროვნული ინტერესების და სუვერენიტეტის განმტკიცების შესაძლებლობას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ქართული დიპლომატიის წარმატებებზე ისაუბრა.

”აქტიურად ვართ წარმოდგენილი ორმხრივ დიპლომატიაში. 60 საელჩო გვაქვს გახსნილი, გვაქვს 3 მისია და საკონსულოები. ეს არის ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი მასშტაბი, რაც გამოწვეულია ჩვენი პრიორიტეტებით და საჭიროებებით, რომელიც გაგვაჩნია, ეს იქნება არაღიარების კუთხით, ეკონომიკური კავშირების დამყარების კუთხით თუ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით წარმოდგენის კუთხით. მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულება არის ძალიან ძლიერი, რაც არის დიპლომატიური გამოცდილების გამარჯვება. ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება ემსახურება სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ყველა მიზნის შესრულებას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები