ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 11.55%-ს შეადგენს

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 37 914 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 11.55%-ია.

მათივე თქმით, ყაზბეგში 5 313 ამომრჩევლიდან, 12:00 საათის მონაცემებით, 922 ამომრჩეველია მისული, ხაშურში რეგისტრირებული 48 963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება 5 646-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, ბორჯომში – 26 529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 4 826-მა ამომრჩეველმა მიიღო. ქუთაისში რეგისტრირებული 152 546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 409 ამომრჩეველმა. რაც შეეხება ოზურგეთს, 62 274 ამომრჩევლიდან ხმა 13372-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32 647 ამომრჩევლიდან 3 739-მა ამომრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები