„ოზურგეთის 43-ე უბანზე ჩვენს წარმომადგენლებთან დაუდგენელი პირი მივიდა, რომელმაც აგრესიით სცადა ხელის შეშლა“

“ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან ამომრჩეველთან აქტივობა მაღალია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ოზურგეთის 43-ე საუბნო საარჩევნო ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს, თალაკვაძის თქმით, საარჩევნო უბანთან მათი წარმომადგენელი კანონის დაცვით იმყოფებოდა, თუმცა მისთვის აგრესიული ქმედებით ხელის შეშლა სცადეს.

„ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან ამომრჩეველთან აქტივობა მაღალია. რაც შეეხება 43-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, აქ ჩვენს წარმომადგენლებთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი მივიდა, რომელმაც აგრესიით სცადა ხელის შეშლა კანონით დადგენილი ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში. ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ეს პროცესი საარჩევნო უბანზე არჩევნების მიმდინარეობას ხელს ვერ შეუშლის. ამ შეკითხვებს კი შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხები გაეცემა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები