გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად, 13 სამინისტრო დარჩება. ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები