10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 3969-მა ამომრჩეველმა მისცა

10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში 3969–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო მონაცემების 2, 6%-ია.

N59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არსებული ციფრები 4 000 ამომრჩევლით ჩამორჩება პირველი ტურის აქტივობას. მისივე თქმით, საოლქო კომისიაში ორი საჩივარია შესული, რომლებიც მცირე პროცედურული დარღვევების გამო დაიწერა. ოსეფაიშვილის თქმით, ორივე უბანზე პრობლემებია ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაისის უბნებზე ეუთო-ს 9 სადამკვირებლო ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები