ცესკო: ხვალ, დილის 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩევლის მისაღებად

ხვალ, დილის 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩევლის მისაღებად“, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძე დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია და თითოეულ საარჩევნო უბანზე ყველა საჭირო ინვენტარი გადაგზავნილია.
„თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია. ხვალ, დილის 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩევლის მისაღებად“, – აცხადებს ანა მიქელაძე.
როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი აცხადებს, ხვალინდელი არჩევნებისთვის აღნიშნულ უბნებზე რეგისტრირებულია 328 272 ამომრჩეველი. ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველს მერის ასარჩევად მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი დახვდება.
„მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს ექვსი საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე. მათ შორის, ერთი უბანი არის ქალაქ ქუთაისში, რომელიც არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ხვალ, ქუთაისის გარდა, 5 თვითმმართველ ოლქში ჩატარდება. ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი – ამ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები