ედუარდ შევარდნაძის ოჯახმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის. საუბარია თბილისში, ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის დროს გამართულ გამოფენაზე, სადაც ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილმა საყვედური გამოთქვა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალიური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის“, – აღნიშნულია შევარდნაძის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩის მიმართა. ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ჰაიკე ფაიჩი ყველაფერს იღონებს, რათა ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ევროპის მოედანზე, 9 ნოემბერს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა და ფოტოგამოფენა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები