გარემოს დაცვის სამინისტოს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და GIZ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტოს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ”კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარია შეფერმა მოაწერეს. მემორანდუმი ტყის ინვენტარიზაციის (არსებული) გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით განხორციელებასა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვას ეხება, რომელიც უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი, სატყეო პოლიტიკის სამმართველოსთან, იურიდიულ, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და განათლებისა და ინფორმაციის ცენტრთან თანამშრომლობით შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები