ირაკლი კობახიძე: გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე, უმრავლესობას

„გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე, უმრავლესობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, რეაგირება მინისტრ მღებრიშვილის პასუხებზე იქნება დამოკიდებული.
„გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე, უმრავლესობას. შს მინისტრთან კითხვები დაისმება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პასუხებს მივიღებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შს მინისტრის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სამინისტროსთან შედგა შეთანხმება მინისტრის პარლამენტში მოსვლის შესახებ. გიორგი მღებრიშვილს კომიტეტი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები