გიორგი ალიბეგაშვილი: დავით ნარმანიას სიმკაცრე უნდა გამოეჩინა, რომ ვიღაცებისთვის სალაპარაკო არ მიეცა

“დავით ნარმანიას ტროტუარებიც კი გაყიდული დახვდა. რა პირობებში უხდებოდა ამის გამოსწორება, ეს ცალკე თემაა”, – ამის შესახებ თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” განაცხადა.
მისივე თქმით, ნარმანიას მერად არჩევის პირველ წელს იყო განსაკუთრებული საბოტაჟი, როცა ორმოების ამოვსებაც კი პრობლემა ხდებოდა. ალიბეგაშვილი ნარმანიას მერობის პირობებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებად ახალი საბავშო ბაღების აშენებასა და ავტობუსების შემოყვანას ასახელებს.
”ბატონი დავითი შეიძლება ცოტა ლოიალური მოეჩვენოს ადამიანს. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მეტი სიმკაცრე უნდა გამოეჩინა, რომ ვიღაცებისთვის სალაპარაკო არ მიეცა”, – დასძინა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები