ხარაგაულში, ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“2017 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ა. კ. – ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. 2017 წლის 9 ნოემბერს კი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ამჟამად საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე მოკვლევას შს სამინისტროს გენინსპექცია აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები