სოფიო ქაცარავა: ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ძალიან პოზიტიურია. მასში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. “მე გამოვყოფდი იმას, რომ ანგარიშში მოხსენიებულია საქართველოს პროგრესი საერთაშორისო რეიტინგებში. ეს ეხება პრესის თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლას, ბიზნესის კეთების ინდექსს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში დაიდო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც ნოემბრის ბოლოს იმართება. ჩვენ მოლოდი გვაქვს რომ ქვეყნის პროგრესი სამიტზე პოზიტიურად შეფასდება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ. ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, შეფასებულია ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები