ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ საკონსტიტუციო რეფორმას მაღალი შეფასება მისცა

„განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ  საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს.

„მოხარული ვართ, რომ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირმა, სხვადასხვა მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებაზეა აქ ყურადღება გამახვილებული, აღნიშნულია ის წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ დადებითად შეფასდა ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა იმას, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და ეს მაღალი შეფასება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი შევქმენით, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიის ნებისმიერ საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები