იოჰანეს ჰანი: ჩვენ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების დადებით შედეგებს ვხედავთ

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე გამოეხმაურა.

„ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების დადებით შედეგებს ვხედავთ. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი 2020 წლამდე ერთობლივი მუშაობისთვის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს უზრუნველყოფს. ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება საქართველოს საშუალებას აძლევს უფრო მეტად გახდეს მოთამაშე საერთაშორისო ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წელს ეს მაჩვენებელი უფრო გაიზარდა. ის, რომ 2017 წლის ივლისში საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც ევროკავშირი და საქართველო დააახლოვა”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს და მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები