თბილისში ახალი კონცეფციით „სპარის“ კიდევ ერთი მარკეტი გაიხსნა

SPAR საქართველოს რიგით მე-40 მარკეტი დღეს,  აღმაშენებლის 112-ში გაიხსნა. მარკეტის გახსნაზე „სპარი“ ერთგულ მომხმარებლებს საკუთარი წარმოების ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ახალ გახსნილ „სპარში“ ინტეგრირებულია „სპარის“ კაფეს კუთხე, სადაც მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს ტრადიციული იტალიური რეცეპტით დამზადებული 6 სახეობის პიცა, ფრანგული კრეპები, ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი  და ცხელი კერძები, სენდვიჩები და სხვა 12 000-მდე დასახელების პროდუქტი.

მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტისთვის კაფეს სივრცეში იმუშავებს უფასო wifi.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები