“ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტის გამო” – “ჯეოსელი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ჯეოსელი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 10 ნოემბერს, დღის განმავლობაში 1:24-დან 2:45 საათამდე ჯეოსელის ქსელში მიმდინარე ტექნიკურმა ღონისძიებებმა გამოიწვია მობილური სერვისების მიწოდების დროებით შეზღუდვა. კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა აწარმოა ინტენსიური სამუშაოები. შედეგად, ქსელი დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. ამჟამად, ყველა სერვისი შეუფერხებლად მუშაობს.

ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით მოთმინებისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები