დავით ნარმანია: საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში
“ორშაბათს ახალ მერს გადავაბარებ მართვის სადავეებს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იგი საზღვარგარეთ საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს და საქართველოში რჩება.
ამასთან, დავით ნარმანია ამბობს, რომ ვიდრე მმართველი გუნდი მას რაიმე სამსახურს შესთავაზებს, დაისვენებს.
“ორშაბათს ახალ მერს გადავაბარებ მართვის სადავეებს. დავისვენებ ძალიან ცოტას, რის შემდეგაც მივიღებ საბოლოოდ გადაწყვეტილებას. საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში”,- განაცხადა ნარმანიამ.