გიგი უგულავა: 20-25 რაიონში ”ევროპულ საქართველოს” ფრაქცია ეყოლება

„არჩევნების შედეგით კმაყოფილი არ ვართ, მაგრამ ეს არჩევნები ჩვენი პარტიისთვის იყო გამოცდა და ამ კუთხით პარტიამ გამოცდა ამომრჩევლის წინაშე ჩააბარა“, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ”ევროპული საქართველო” პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი. გიგი უგულავა აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25 რაიონში ”ევროპულ საქართველოს” ფრაქცია ეყოლება. ”ბუნებრივია, ჩვენ არჩევნების შედეგით კმაყოფილი არ ვართ, მაგრამ ეს არჩევნები ჩვენი პარტიისთვის იყო გამოცდა და ამ კუთხით პარტიამ გამოცდა ამომრჩევლის წინაშე ჩააბარა. შემდეგი გამოწვევა იქნება უკვე შემდეგი არჩევნები, პარტია მას შეხვდება მომზადებული. ახალი პოლიტსაბჭო აირჩევა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და რაც მთავარია, თითოეული ჩვენი წარმომადგენელი იქნება ადგილზე ჩვენი ამომრჩევლის ადვოკატი. სამწუხარო რეალობაა, რომ გამგეობები და საკრებულოები პრაქტიკულად მხოლოდ ”ოცნების” დღის წესრიგით იარსებებენ, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, არ დავუშვათ ადგილებზე კორუფცია, ნეპოტიზმი და უაზრო ხარჯები, რაც ადამიანებს აკლდებათ და ბიუროკრატიაზე ნაწილდება. ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგი საქართველოს ყველა რაიონის ადგილობრივ თვითმმართველობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი წარმომადგენლები თავის სიტყვას იტყვიან ყველა საკრებულოში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები