კახა კალაძე: თბილისის მერია „სითი პარკს“ სასამართლოში უჩივლებს – ეს კომპანია იქნება უბედნიერესი ( ვიდეო)
თბილისის მერია „სითი პარკს“ სასამართლოში უჩივლებს”, – ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა. კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი გზით იდავებს.
„დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად ჩნდება კითხვა – ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? იყო მოსაზრება, რომ ხომ არ გადავუხადოთ 25 მილიონი და გავიდეს. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს კომპანია იქნება უბედნიერესი. თუ არის სამართლებრივი დავის შესაძლებლობა რატომ უნდა გადავიხადოთ ამხელა თანხა?, – აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდანშეუდგება.