“იმედი მაქვს, რომ არამარტო გიორგი ონიანი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე, არამედ, ის პირებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ შათირიშვილის საქმეში”

დაკავებული ადვოკატის, გოგა ონიანის საქმეზე დაზარალებულ დავით შათირიშვილის ადვოკატმა, ალექსანდრემ კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
ადვოკატის თქმით, დავით შათირიშვილის მიმართ იმ პერიოდში “კვაზი” მართლმსაჯულება განხორციელდა. ის იმედოვნებს, რომ გიორგი ონიანის გარდა, ის პირებიც აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ საქმეში.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს ახლანდელი გადაწყვეტილება პრეცედენტია, რომ დაზარალებულმა ნარკოტიკული საშუალების “ჩადება” დაამტკიცა.
“რაც დავით შათირიშვილის მიმართ იმ პერიოდში განხორციელდა ეს იყო “კვაზი” მართლმსაჯულება. თუმცა ახლა სამართლებრივ სივრცეში პრეცედენტია, რომ მან ნარკოტიკების “ჩადება” დაამტკიცა და სასამართლომ დაზარალებულად ცნო. ასევე დასტურდება, რომ იმ დროის სახელმწიფო მოხელეები ძალიან ცუდად მოექცნენ მას და ახალგაზრდა ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება.
იმედი მაქვს, რომ არა მარტო გიორგი ონიანი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე, არამედ ის პირებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ დავით შათირიშვილის საქმეში, რომ ვითომდა მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამ ადამიანებზეც უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება”,-განაცხადა გოგა ონიანის საქმეზე დაზარალებულ დავით შათირიშვილის ადვოკატმა, ალექსანდრემ კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მან აღნიშნა, ასევე არსებობს კითხვები თუ სად იმყოფება ახლა გოგა ონიანის უფროსი და მიეცა თუ არა პასუხისგებაში. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ კითხვებზე პასუხს გასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები